„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება იმ პრობლემებს უკავშირდება, რომელიც “ქართულ ოცნებაში” იყო“ – მაია ცქიტიშვილი

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა სწორედ იმ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელიც “ქართულ ოცნებაში” არსებობდა. ასევე, უკავშირდებოდა იმ კონსოლიდაციის საჭიროებას, იმ ვერტიკალის გამყარების საჭიროებას, რომელიც მან დაინახა და რის გამოც მან ეს ნაბიჯი გადადგა“ – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

როგორც მინისტრი ამბობს, საკადრო ცვლილებები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, პერსონიფიცირებული არ არის და ცვლილებები საჭიროების მიხედვით განხორციელდება.

„ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, მაშინვე განაცხადა, რომ რომ ცვლილებები საჭიროა. მისი პოლიტიკაში მოსვლა სწორედ იმ პრობლემებს უკავშირდება, რომელიც “ქართულ ოცნებაში” იყო, იმ კონსოლიდაციის საჭიროებას, იმ ვერტიკალის გამყარების საჭიროებას, რომელიც მან დაინახა და რიგ გამოც მან ეს ნაბიჯი გადადგა. ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი ჰქონდა, რომ, ყველა ის ცვლილება განხორციელდება, რომელიც “ქართულ ოცნებაში”, თუ ხელისუფლებაში საჭირო იქნება. საუბარია მმართველობის ეფექტიანობაზე, შედეგსა და იმაზე, რომ შიგნით კონსოლიდაცია უკეთესად მოხდეს. არ ვფიქრობ, რომ ეს იყოს კონკრეტული და არ უნდა ვეძებოთ კონკრეტული გვარები და სახელები. ეს არის დამოკიდებულება მთლიანად მმართველი სისტემის მიმართ, გნებავთ პარტიაში თუ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები