“ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, პენსიები გავზარდოთ” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ფრაქციების სხდომაზე საპენსიო რეფორმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ პენსიები გაიზარდოს.

„არსებობს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, პენსიონერები, რომლებზეც სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, მათ განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება და გავზარდოთ პენსიები. თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის მაინც ფუნდამენტური სისტემური ცვლილება, მათი საპენსიო უზრუნველყოფის გარკვეული წესების შექმნა საკანონმდებლო დონეზე. ვეცდებით, აქაც გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. თუმცა გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები და ერთმნიშვნელოვნად იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ ჩვენი პოზიციის გაცვლას სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, ვეცდებით ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოვიტანოთ, როდესაც საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა არ იყოს პოლიტიკური სპეკულირების თემა და პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან. ეს იქნება საკმაოდ სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი, ყოველ შემთხვევაში ეს იქნება პრინციპების დონეზე გარკვეული წესების დანერგვა სახელმწიფო-სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში პენსიონერების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები