ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურას, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებზე დიახარჯება

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვის მთავარი მიმართულება ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები იქნება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს 27 მლნ ლარი მოხმარდება.

„დაახლოებით 327 მლნ ლარი იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, რაც გასულ წელთან შედარებით 20 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის 38%-ზე მეტს შეადგენს ინფრასტრუქტურული ხარჯები – 357 მლნ ლარია. თუმცა, ამას კიდევ დაემატება თანხა და საბოლოო ჯამში 430 მლნ-ს მიაღწევს. ეს არის რეკორდული თანხა, რაც ბოლო წლების განმავლობაში, და ზოგადად თბილისში, ამ მიმართულებით დახარჯულა,” -განაცხადა თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტს ფინანსთა სამინისტროდან მოზიდული თანხებიც დაემატება, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

მსგავსი თემები