ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებაზე  კონფერენცია გაიმართა

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ორგანიზებით პარლამენტში კონფერენცია გაიმართა, სადაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.  კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემა „მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანისა და გარემოს დაცვის სისტემა და პრინციპები“ იყო, ის ძირითადი გამოწვევები განიხილეს, რაც რადიაციული უსაფრთხოების მხრივ ქვეყანაში არსებობს.

რადიაციული უსაფრთხოების, როგორც ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე მოხსენება მეცნიერებათა დოქტორმა, ფრაქციის აპარატის უფროსმა ბესიკ ობოლაძემ გააკეთა.

კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა ისაუბრეს საქართველოში ბირთვული ფიზიკის განვითარების ისტორიასა და დღევანდელობაზე, ქვეყნის ბირთვული უსაფრთხოების პრობლემებზე, გარემო სდაცვისა და მრავალწლიანი და ერთწლიანი მცენარეების მიერ რადიო ნუკლინების შეთვისების თავისებურებებზე, ნარჩენების მართვისა და ბირთვულ მედიცინაში რადიაციული დაცვის საკითხებზე.

როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ აღნიშნა,  ქვეყანაში მდგომარეობა ნორმალურია: „საქართველო ძალიან განვითარებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების ქვეყანა იყო ამ დარგში. ჩვენ გვქონდა მცხეთის ატომური რეაქტორი, ახლაც გვაქვს დევნილობაში მყოფი სოხუმის ფიზიკა – ტექნიკური ინსტიტუტი, ამ დარგში გვყავდა ბევრი მოწინავე მეცნიერი. ჩვენ თებერვლიდან დავიწყეთ ამ საკითხებზე მუშაობა. მთლიანად ქვეყანაში მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ მაინც, მედიცინაში, მრეწველობაში, გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში ხშირად გამოიყენება დანადგარები, რომლებსაც გააჩნიათ გამოსხივება. ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს გამოსხივება უნდა იყოს ზომიერ ფარგლებში, უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს, უნდა  კონტროლდებოდეს საზღვარი და ასე შემდეგ. საზღვარზე ეს საკითხი მოგვარებულია, ამერიკელების დახმარებით დამონტაჟებულია ტექნიკა, რომელიც ამის გაკონტროლების საშუალებას სრულად იძლევა.

დეპუტატის შეფასებით, შესაბამისი კადრების აღზრდა ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევაა: „უნდა შეიქმნას კადრების აღზრდის ახალი სისტემა, რათა აღდგეს ტრადიცია, როდესაც ტექნიკურ – ინჟინრულ მოსაზრებებს ძალიან აქტიურად იყენებდნენ ქართველი მეცნიერები. ისევე, როგორც ახლა 30 ქართველი ფიზიკოსი მუშაობს ადრონულ კოლაიდერზე ცერნში, სასურველია ამ მიმართულებითაც იმუშაონ ქართველმა მეცნიერებმა.

კონფერენციაში მონაწილეობა მეცნიერებმა, პროფესორებმა, აკადემიკოსებმა, სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მსგავსი თემები