ბინები 1 ლარად – თბილისის მერია 11 ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

“თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს 11 ოჯახს გადაეცემა ბინები, კერძოდ: გელა ჭედიას N1-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს, ომარ ხიზანიშვილის N67-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს, დადიანის N2-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს, კახეთის გზატკეცილი N36-ში მცხოვრებ ორ ოჯახს, ავჭალა 1-ში, N27 სახლში მცხოვრებ ერთ ოჯახს, კახეთის გზატკეცილის N89-ში მცხოვრებ ორ ოჯახს, წყნეთის გზატკეცილიის N4 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს, ენგურჰესის N3-ში მცხოვრებ ორ ოჯახს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ 65 ოჯახი დაკმაყოფილდება ბინით. 

დაზარალებული ოჯახები სოციალური ქულების საფუძველზე შეირჩა. მათ, ჯამში 4400 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემს კომპანია.

მერის თქმით, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.

მსგავსი თემები