ბიზნესსექტორში 31 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, საშუალო ხელფასი კი, 90 ლარით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 31 ათასით გაიზარდა და 687.9 ათასი შეადგინა.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.4% – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1% – მცირე ბიზნესზე.

ამასთან, 2019 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი თვეში ბიზნესსექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა. გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ეს 90.7 ლარით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო ხელფასი თვეში შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 251 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი.

მსგავსი თემები