ბიზნესომბუდსმენი, მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსში წარმოგენილი ცვლილებები შესასწორებელია

“შრომის კოდექსში  წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში”, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები,  არის მოტივატორი და ერთგვარი სტიმული დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებში გარკვეული არალეგალური სექტორის ჩამოყალიბებისკენ. მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ჩართულია შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში და ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული აქვს შენიშვნების და წინადადებები.

„ვფიქრობთ, რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. კანონის პროექტში ჩადებულია  საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს. ამ საკითხებში საკანონდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება. არის კრიტიკული საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. ამ ცვლილებების ამოქმედების შემთვევაში ერთი მხრივ, კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორეს მხრივ, იზღუდება დასაქმებული – თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება, იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები”- აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.


მსგავსი თემები