ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მშრომელთა უფლებებს დაიცავს და არჩევნებში სწორედ მშრომელთა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული სხვა პარტიებთან ითანამშრომლოს, თუმცა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა გამორიცხულია.

მსგავსი თემები