„ბესელიას შევაგინო და მერე ბოდიში მოვუხადო?“ – ზაზა სარალიძე ეკა ბესელიაზე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას უპირისპირდება და მის უნდობლობას უცხადებს. 

 „ბესელიას დედა რომ შევაგინო და მერე ბოდიში მოვუხადო, არაფერი? სწორედ ასე მოიქცა ის, რომელმაც დამადანაშაულა, რომ ჩემს უკან პოლიტიკური პარტიები დგანან. დღესაც იგივეს აცხადებს, რომ მე მას პოლიტიკური გზავნილებს ვუგზავნი. კომისიას ვენდობი და ვთანამშრომლობ, თუმცა ამ ქალბატონს არ ვენდობი. კომისიის ყველა სხდომას დავესწრები, ან მე ან ადვოკატი. ადვოკატის დასწრება ჩემს დასწრებას ნიშნავს“ – აცხადებს პარლამენტში მყოფი ზაზა სარალიძე.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შესასწავლად შექმნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ამ წუთებში იკრიბება. მანამდე კი შვილმკვდარი მამა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეს პირისპირ შეხვდა.

მსგავსი თემები