ბესელიას კორუფციულ გარიგეგებზე გამოქვეყნებული პოსტისთვის გია აბაშიძე არც დაუკითხავთ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ 2 იანვარს, მის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ფეისბუქ პოსტის გამო, რომელიც ეკა ბესელიას შესაძლო კორუფციულ გარიგებებს ეხებოდა, სამართალდამცველებს არ დაუკითხავთ. ანალიტიკოსის შეფასებით, ის თავისუფალი ადამიანია, სიტუაციის ანალიზს აკეთებს და აზრის გამოხატვაშიც თავისუფალია. შესაბამისად, ეს მისი დაკიხვის მიზეზი არც უნდა გამხდარიყო. აღნიშნულ თემაზე აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„2 იანვარს, ჩემს მიერ გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტი ემყარებოდა პოლიტიკურ ვარაუდბს, რომელიც ანალიტიკოსებს, გამომდინარე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან, ნამდვილად გვაქვს. ჩვენი ვარაუდის გამოხატვა თავისუფალია ჩვენს ქვეყანაში. ქალბატონ ბესელიასთან იურიდიულ კაზუისტიკაში ნამდვილად არ შევალ. ჩვენ, ყველას გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ვარაუდის, პროგნოზების გამოთქმის უფლება. ეს პროგნოზი ზოგჯერ მართლდება, ზოგჯერ არა. გარკვეულ წილად, ჩემი პროგნოზი გამართლდა, რომ რაღაცა აშკარად მიმდინარეობს გუნდებს შორის „ქართულ ოცნებაში“. ჩემი პოსტი კი გარკვეულ ვარაუდს ეფუძნებოდა, რომელიც ჩემმა სანდო წყარომ მომაწოდა“ – აღნიშნა გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ანალიტიკოსის თქმით, მაშინ, როცა მის შეფასებებს ბოდვასა და სიზმარს უწოდებენ, მისი პოსტი შსს-ში გამოძიების დაწყების საბაბი ნამდვილად არ უნდა გამხდარიყო: „ხანდახან ჩემს ვარაუდს უწოდებენ ბოდვას, სიზმარს და ამაზე დაკითხვა უნდა მომხდარიყო? რაც შეეხება წყაროს, თუ ვინ მომაწოდა გარკვეული კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაცია, სამწუხაროდ, ვერ დაგისახელებთ, ის არის ჩემი წყარო. როცა მის გამხელას დავაპირებ, გეტყვით“ – აღნიშნა გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები