ბერ-მონაზონთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რომან მალანიას, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რომან მალანიას გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. ის პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონს, მას ბრალს დღეს, სავარაუდოდ, ფოთში წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერი გუშინ დააკავეს.

30 წლის სასულიერო პირი პოლიციას თავად ჩაბარდა. ეს, მას შემდეგ მოხდა, რაც 2 დღის წინ ის და მისი თანმხლები რომან მალანია გაჩხრიკეს და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, თუმცა პასუხისმგებლობა მეორე პირმა აიღო და ბერი გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები