ბერა ივანიშვილი “ტყის ხალხის” ელჩი გახდა

ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია “იესეი”(ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ ახალი ელჩი გახდა.

როგორც ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე წერს, ქართველი მუსიკოსი ევროპამდე, ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობის ხმას მიიტანს და გარემოსადცვით მუშაობას გააძლიერებს.

ბრაზილიური არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბერაზე დიდი გავლენა მოახდინა 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილმა ხანძარმა. სწორედ ამან უბიძგა მას, რომ ბრაზილიური ორგანიზაციის პარტნიორი გამხდარიყო. „იესეი“ აღნიშნავს, რომ აღნიშნული პარტნიორობა ბერას მხრიდან შემოწირულობას ითვალისწინებს, რაც ამაზონის ტყისა და იქ მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობის გადარჩენასთან დაკავშირებით ორგანიზაციის საქმიანობას გააძლიერებს.

ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაციის ცნობით, ბერა ივანიშვილი ნოემბერში ბრაზილიაში ჩასვლას გეგმავს, რა დროსაც ამაზონის ტროპიკულ ტყეს მოინახულებს.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა, საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

მსგავსი თემები