ბელგიაში “კორონავირუსი” გამოვლინდა

ბელგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პაციენტი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა იმ ცხრა ადამიანს შორისაა, რომელთა უხანიდან ევაკუაცია შაბათ-კვირას მოხდა. ცხრავე პირი ბრიუსელში შეამოწმეს და დადებითი პასუხი მათგან ერთს აღმოაჩნდა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 427-ამდე გაიზარდა. დაავადებულთა რაოდენობა კი 20 000-ზე მეტია. ჩინეთის გარეთ კორონავირუსისი 185 შემთხვევა დაფისქრიდა და ის მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.

მსგავსი თემები