ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი გაიხსნა

ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი. წარმომადგენლობა მოგილოვის ოლქის ქ. ალექსანდრიაში მდებარეობს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვალერი კვარაცხელიამ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელარუს შორის არსებულ ისტორიულ, მეგობრულ დამოკიდებულებასა და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკას.

ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამაგალითოა,

„ამასთან, საპატიო კონსულის ოფისის გახსნა ქ. ალექსანდრიაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებს.“ – აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

საქართველოს საპატიო კონსულის სერგეი ტეტერინის ოფისის გახსნის საზეიმო ღონსიძიებას ესწრებოდნენ, როგორც საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში, ბელარუსის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის ხელმძღვანელობით.

მსგავსი თემები