ბეთანიის გზების რეაბილიტაციაზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისის შემოგარენში, კერძოდ ბეთანიაში, გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. საგზაო პროექტზე ვაკის რაიონის გამგეობას 1 მლნ ლარზე მეტი თანხა აქვს გამოყოფილი. 

როგორც ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დედაქალაქის მერის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეოდიალოგისას მოქალაქის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბეთანიის შიდა გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გასული წლების განმავლობაში გზების მოწესრიგებას 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ შეუშალა ხელი.

“ჩამოშლილი იყო წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა. წელს კი ვაკის რაიონის გამგეობას დაგეგმილი აქვს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ, ასათიანის, ლებანიძის, ორბელიანის და სხვა ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დაიწყება“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

მსგავსი თემები