„ბედნიერი ვარ, რომ ორივე მხრიდან ვხედავ პასუხისმგებლიან მიდგომას” – კარლ ჰარცელი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიალოგი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, შეიქმნას პლატფორმა, რათა დაიწიოს დაძაბულობამ და პოლარიზაციამ.

​„ბედნიერი ვარ, რომ ორივე მხრიდან ვხედავ პასუხისმგებლიან მიდგომას, რადგან ჩვენ გადავედით მესამე დიალოგ-შეხვედრაზე. ჩემთვის აბსოლუტრად ნათელია, რომ დიალოგი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, შეიქმნას პლატფორმა, რათა დაიწიოს დაძაბულობამ და პოლარიზაციამ. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ განხილვა იყო მარტივი. ეს არის ფუნდამენტური საკითხები. არსებობს განგრძობითი ვალდებულება, რომ წავიდეთ წინ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

https://mcm.ge/%e83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9d%e1%83%9e/

მსგავსი თემები