“ბებიაშენს მოგცემ. ნუ იკრიჭებით” – კობახიძე ოპოზიციას

საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, დეპუტატებისთვის საარჩევნო სისტემის შეცლასთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენისას, ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

მისი განცხადებით, „ნაცების”, „შმაცების” და „შმაცუნების” შეცვლა არ მოხდება.

კობახიძემ კანონპროექტის წარდგენისას „ნაციონალური მოძრაობა” და მისგან წამოსული დეპუტატებიც ახსენა, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

აღნიშნულ განცხადებას „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი დეპუტატისგან რეპლიკა: „ბებიაშენს დაუძახე” მოჰყვა.

ირაკლი კობახიძემ კი რეპლიკას იპასუხა: “ბებიაშენს მოგცემ. ნუ იკრიჭებით”

მსგავსი თემები