ბახმაროში თოვლი მოვიდა

ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა. თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევს.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ამჟამად ბახმაროში იმყოფება რამდენიმე ოჯახი, არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. მისივე თქმით, ადგილზე მყოფები დახმარებას ითხოვენ, რათა ბახმაროდან გამოსვლა შეძლონ.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ბახმაროში ჩარჩენილი ოჯახები გამოიყვანონ.

ბახმაროში თოვლის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მსგავსი თემები