„ბატონ ბიძინას მინდა, ბოდიში მოვუხადო, ის არის ჩემი გუნდის ლიდერი, ვფიქრობ, ნაწყენია ჩემზე“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში აცხადებს, რომ განსხვავებული აზრის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი მისი გუნდის ლიდერია და მან პოლიტიკა სწორედ ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაიწყო. მისივე თქმით, კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.        

“ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ამისი არც საჭიროება არსებობს, არც პირობა და არც აუცილებლობა. ბატონ ბიძინას მინდა, ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ მე მისი აზრის წინააღმდეგ წავედი. მე მის წინააღმდეგ არასოდეს წავალ. ჩემს განცხადებაშიც ჩანდა ეს, რომ თუ მე დავტოვებდი უმრავლესობას, დავტოვებდი მანდატსაც, რადგან მე სხვა გუნდში არ გადავალ. მე პოლიტიკა დავიწყე ბატონ ბიძინასთან ერთად და ვაპირებ, ბატონ ბიძინასთან ერთად გავაგრძელო. ის არის ჩემი გუნდის ლიდერი, მე მას ვაღიარებ და ამით, ამ წინააღმდეგობით მე გავაკეთე ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით ერთად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა და საზოგადოების ძალადობის საშუალება მას არ ექნება. კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია, ვფიქრობ, ის ნაწყენია ჩემზე” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “მედიაცენტრ მთავართან”   

მსგავსი თემები