ბარსელონაში, ქურდობის ბრალდებით, ქართველები დააკავეს

ბარსელონაში პოლიციამ ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

კატალონიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ. პოლიციამ დაზარალებულების დახმარებით დაადგინა ის სახლები, რომლებიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილებმა გაძარცვეს.

ამოღებულია 100-ზე მეტი მოპარული ნივთი. მათ შორის ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული ხელსაწყოები.

მსგავსი თემები