ბათუმში, ძიუდოში სკოლის ღია პირველობა გაიმართა

ბათუმის სასპორტო სკოლამ ძიუდოში სკოლის ღია პირველობას უმასპინძლა. სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველობისთვის ბრძოლაში ბათუმის, ქუთაისის,ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის 150 სპორტსმენი ჩაება.

სპორტსკოლის აღსაზრდელება სულ 7 ოქროს, 3 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს: საბა ბოლქვაძემ (24კგ), დაჩი შარაშიძემ (27კგ), ლუკა დავითაძემ (34კგ), თომა გელაშვილმა(42კგ), ლაშა კილაძემ(50კგ), გიგა გოგრაჭაძემ (55კგ) და ლუკა ჟღენტმა (+66კგ). ვერცხლის მედლის პრიზიორები გახდნენ: თენგო ჭინკაძე(30კგ), ალეკო ბედინაძე(34კგ) და საბა ჩხაიძე(42კგ) ბრინჯაოს მედალს ანდრეა გენძეხაძე(60კგ) დასჯერდა. გამარჯვებული სპორტსმენები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი თემები