ბათუმი 40-მდე ქვეყნის 400 სპორტსმენს მასპინძლობს

6-13 აპრილს, ბათუმის ახალი სპორტის სასახლე, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი ქვეყნის 400 სპორტსმენი.  საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ უმასპინძლებს ევროპირველობას – პირველად ეს მოხდა 2015 წელს, თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში.

ევროპირველობის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და ევროპისა და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელმა პირებმა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ერთი თვეა ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში გადის მოსამზადებელ შეკრებას. გიორგი ასანიძის გუნდი ევროპირველობაზე პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა. გუნდთან ერთად არის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელიც, რა თქმა უნდა, მძიმეწონოსანთა შეჯიბრის უმთავრესი ფავორიტია. მისი გამოსვლა 13 აპრილს იგეგმება. ევროპის ჩემპიონატზე გარდა მედლებისა, გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და საასპარეზო განრიგი წონითი კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:

6 აპრილი – 10:00 საათი

49 კგ. ხათუნა ჯიმშელეიშვილი (ბ) ჯგუფი

7 აპრილი – 20:23 საათი

61 კგ. რამინ შამილიშვილი

61 კგ. შოთა მიშველიძე

8 აპრილი

67 კგ. – გოგა ჩხეიძე დრო- 20:23

9 აპრილი

64 კგ. მაკა ვეფხვაძე (ც) ჯგუფი დრო – 11:00

73 კგ. არჩილ მალაყმაძე (ბ) ჯგუფი. დრო – 15:30

10 აპრილი

81 კგ. ლომია თებიძე (ც) ჯგუფი. დრო: 12:45

11 აპრილი

76 კგ. ნათია გადელია (ბ) ჯგუფი. დრო – 15:00

89 კგ. რეზი დავითაძე დრო – 17:53

12 აპრილი

96 კგ. ანტონ პლესნოი დრო – 20:23

13 აპრილი

102 კგ. ირაკლი ჩხეიძე დრო – 08:53

+109 კგ. ირაკლი თურმანიძე დრო 17:23

+109 კგ. ლაშა ტალახაძე დრო 17:23

მსგავსი თემები