ბათუმში ტემპერატურის მატებით ინფექციურ საავდმყოფოში მამაკაცი გადაიყავენეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი მოათავსეს. იგი საავადმყოფოში სარფიდან მიიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მას საბაჟოზე შემოწმებისას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, კერძოდ 37.3.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მამაკაცი სარფის გავლით იტალიიდან საქართველოში ტრაილერით შემოვიდა. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას სიცხე აღარ აქვს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს ანალიზები აუღეს, რომლის პასუხიც ხვალ გახდება ცნობილი. მათივე ცნობით, პრევენციისთვის საკარანტინო ადგილების მოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი თემები