ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში სამი კორონავირუსით ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. კლინიკაში კიდევ ათი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

გამოჯანმრთელებული სამი პაციენტიდან ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთს კი მოგზაურობის ისტორია აქვს. ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

„მედალფას“ რეგიონალური დირექტორის, ლევან ანთაძის განცხადებით, კიდევ 10 პაციენტს აღარ აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები და ხვალიდან პროტოკოლით გათვალისწინებული ანალიზების ჩატარება დაიწყება.

მსგავსი თემები