ბათუმში, კინო-თეატრ “აპოლოსთან” მოქალაქეები იკრიბებიან

ბათუმში კინო-თეატრ “აპოლოსთან”  დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. კინო-თეატრთან მოქალაქეთა ჯგუფიც შეიკრიბა, რომლებიც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას აპირებენ.

კინოთეატრთან თავმოყრილი არიან ასევე მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ კინო-თეატრის პიკეტირებას მოახდენენ. 

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფულმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა დღესაა დაგეგმილი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი პრემიერის ჩაშლას გეგმავს.

მსგავსი თემები