ბათუმში განათლების ქალაქი აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბათუმში, თბილისის მსგავსად, განათლების ქალაქი აშენდება.

პრემიერის დავალებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის ხელმძღვანელობამ, განათლების ქალაქის ასაშენებლად, მიწის ნაკვეთი ერთი თვის ვადაში უნდა გამოყოს.

„საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებლები და ძალიან მაღალი ხარისხის სკოლები. ჩვენ ისეთივე განათლების ქალაქს ავაშენებთ ბათუმში, როგორსაც თბილისში, დიღომში ვაშენებთ.

ჩვენ გვინდა, რომ  ანალოგიური ინფრასტრუქტურა არსებობდეს ბათუმში, სადაც  ყველაფერი იქნება – კომაროვის სკოლა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები და ა.შ. გპირდებით,  ბათუმს ეს აუცილებლად ექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები