ბათუმში გამოკვლეულ კიდევ 73 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში 73 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ლაბორატორიაში ანალიზების პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია.

73 პირიდან 50 ე.წ. ქობულეთის კლასტერს ეკუთვნის, 23 კი „ცხელების ცენტრში“ მყოფი პაციენტია.

შეგახსენებთ, დღეს დილით ბათუმში ვირუსი კიდევ 92 პირს არ დაუდასტურდა.

მსგავსი თემები