ბათუმში არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მოზარდი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით ინფიცირების უკვე 32 შემთხვევაა დადასტურებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის სულ 370 შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი თემები