ბათუმი ეკოლოგიასა და ინფრასტრუქტურაზე 80 მილიონ ლარს დახარჯავს

ქალაქ ბათუმის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მომავლი წლიდან, 13 მილიონ 487 ათას 700 ლარი დაიხარჯება. მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება ზღვისპირა ქალაქის ურბანულ განვითარებას და ეკონომიკური პროფილის გაძლიერებას. ხოლო მუნიციპალური სერვისების განსავითარებლად ქალაქის ბიუჯეტში 2 მილიონ 922 თას 900 ლარია განსაზღვრული.

როგორც “მედიაცენტ მთავარს” ბათუმის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე დაამტკიცა. 2019 წლის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 156 მილიონ 761 ათას 600 ლარით განისაზღვრა.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი დაფინანსება ინფრასტრუქტურიდ მიმართულებამ მიიღო – 66 მილიონ 623 ათას 900 ლარი. რაც გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო სისტემისა და საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაციას, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვას, მართვასა და ქალაქის კეთილმოწყობას.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით ბიუჯეტში თანხა განისაზღვრა 29 მილიონ 24 ათას 400 ლარით. ხოლო ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, ბიუჯეტით გათვალისწინებული 16 მილიონ 56 ათას 500 ლარი მოხმარდება.

“ამ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბათუმის საკრებულოს მიერ, რაც გვაძლევდა კომფორტული მუშაობის პირობებს. ჩვენი საერთო საზრუნავი არის ჩვენი ქალაქი, რა თქმა უნდა, ყველანი ვმოქმედებთ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და ვისურვებდი, ყველა მიღებული გადაწყვეტილება და პროექტი ყოფილიყოს ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარების საწინდარი“. – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

მსგავსი თემები