ბათუმის ძველი ბულვარი სახაშეებისგან გაიწმინდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძეს განცხადებით, ბათუმის ძველი ბულვარი სახაშეებისგან გაიწმინდება. თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი ობიექტები შეწყვეტენ ბულვარში საქმიანობას.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას ბათუმის უანგარო გულშემატკივრებთან, მათ შორის „დაიცავი ძველი ბულვარის” წევრებთან მიმართებაში. თუნდაც ბულვართან დაკავშირებით, საქმით დავამტკიცებთ, თუ როგორ ვზრუნავთ. ძველი ბულვარი გაიწმინდება სახაშეებისგან,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბოლო წლებში ბათუმის ბულვარში კვების რამდენიმე ობიექტი გაიხსნა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნეგატიური განცხადებები მოჰყვა. 2016 წელს ძველი ბულვარის იერსახის შესაძლო ცვლილებას ადგილობრივების ნაწილი საპროტესტო აქციებით შეხვდა.

მსგავსი თემები