ბათუმის სპორტ სკოლამ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები იპოვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტაეკვონდოში ბათუმის სპორტ სკოლის მორიგი წარმატებით დასრულდა. ჩემპიონატს თბილისი 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა და მასში 300-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.

გათამაშება ორ –  A და B კატეგორიად გაიმართა და ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია:

ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ : მიხეილ გავრინჩენკო (51კგ), თენგიზ ნიქაბაძე (54კგ) და ზურა კინწურაშივილი (63კგ);

ვერცხლის მედალს დეუფლნენ : ლუკა ცენტერაძე (23კგ) და რამაზ წუწუნავა (63კგ); ბრინჯაოს მედალს არამ საფარიანი (58კგ) დასჯერდა;

ტურნირზე, საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ ბათუმის სასპორტო სკოლის მწვრთნელი აკაკი ცენტერაძე ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

სასპორტო სკოლის დირექცია აკაკი ცენტერაძეს და სპორტსმენებს ულოცავს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებას უსურვებს მათ.

მსგავსი თემები