ბათუმის სასპორტო სკოლამ 6 მედალი მოიპოვა

ჭიდაობაში 2019 წლის ჩემპიონატზე ბათუმის სასპორტო სკოლამ 6 მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში 4 დღე გაგრძელდა და სამეულები ბერძნულ -რომაულ ჭიდაობაში ათ-ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდა.

ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე სულ 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ : რამაზ სურმანიძე (60 კგ) , რამაზ ზოიძე (72 კგ) და ლაშა გობაძე(82 კგ); ვერცხლის მედლის პრიზიორები არიან : ლერი აბულაძე(63კგ), შმაგი ბოლქვაძე(72კგ) და გელა ბოლქვაძე(82კგ); ბრინჯაოს მედალი ერგოთ : ფრიდონ აბულაძეს(55კგ), ედნარ შავაძესა (67კგ) და ოთარ აბულაძეს(72კგ). ბათუმის სასპორტო სკოლის დირექცია ულოცავს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს მათ.

მსგავსი თემები