ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

ბათუმის სანაპიროზე შავმა ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. წელს ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევა უკვე მეექვსედ დაფიქსირდა.

თუ რა იწვევს დელფინების სიკვდილს, ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები აუცილებელი კვლევის ჩატარებას სავალდებულოდ თვლიან.

„ძუძუმწოვრების სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევა წელს უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. გასულ წელს კი 120 შემთხვევა იყო. აუცილებელია, ბიოუსაფრთხოების მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდეს გამოკვლევა, რა იწვევს დელფინების მასობრივ გამორიყვას. მეტი უსაფრთხოებაა საჭირო, რადგან ზამთარში საქართველოს სანაპიროზე ძუძუმწოვრები გამოზამთრების მიზნით იყრიან თავს და აუცილებელია, კვლევა ჩატარდეს“, – განაცხადა ბიოლოგიის დოქტორმა, არჩილ გუჩმანიძემ.

მსგავსი თემები