ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე კონტროლი გამკაცრდა

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე კონტროლი გამკაცრდა.

ვირუსის პრევენციის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სარფის გამშვებ პუნქტზე. აეროპორტში ასევე მოწმდება შიდა და გარე ავიარეისები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ჯერჯერობით, ვირუსის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

მსგავსი თემები