ბათუმის მერიასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ბათუმის მერიასთან, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ მუხრან ვახტანგაძის ბიუროსთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვებული საქართველოს“, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივისა“ და „ახალგაზრდა ლიდერების“ წევრებმა მერიის შენობაზე სტიკერების გაკვრა მოინდომეს, რისი საშუალებაც ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქვთ საშვები, თუმცა შენობაში შესვლა მაინც ვერ მოახერხეს.

აქტივისტების განმარტებით, ვახტანგაძე ერთ-ერთია, ვინც პროპორციული არჩევნების საკითხის ჩაგდებას პარლამენტში ხელი შეუწყო და ხალხი მოატყუა.

ამ ეტაპზე საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან დასრულებულია.

მსგავსი თემები