ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მრევლისთვის სააღდგომო ღამისთევა არ გაიმართება

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში  მრევლისთვის სააღდგომო ღამისთევა არ იქნება – ეპარქიის განცხადებით, მრევლს დილით 07:00 საათზე შეეძლება ტაძარში მისვლა.

ღამის ლოცვა მხოლოდ მონასტრებში აღევლინება და მას სასულიერო პირები დაესწრებიან. მამა იოანე გორელიშვილის განცხადებით, აღდგომის დილას დაგეგმილ ღვთისმსახურებაზე მრევლი და სასულიერო პირებიც პირბადეებით იქნებიან.

დეკანოზის თქმით, ისინი ითვალისწინებენ მედიკოსების რეკომენდაციებს, ამიტომ მოუწოდებენ მრევლს, რომ სიწმინდეებს პირბადით ემთხვიონ და დაიცვან სოციალური დისტანცია.

მსგავსი თემები