ბაზალეთის ტბის ციხესიმაგრეში ტრადიციული “სულის დოღი” და ბაზიერთა ფესტივალი იწყება 

​ბაზალეთის ტბის პირას, ციხესიმაგრე “ოქროს აკვანში” ტრადიციული “სულის დოღი” და ბაზიერთა და მეირაღეთა ფესტივალი წელს უკვე მეთხუთმეტედ იმართება. ფესტივალი დღეს, 30 ივნისს, 14:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობის მისაღებად ქვეყნის სხადასხვა რეგიონიდან ჩადიან.

“ბაზალეთის ტბის” ტრადიციული სახალხო დღესასაულის თაოსანი და მასპინძელი მხატვარი დავით ქაფიაშვილია, რომელმაც თავის შოტლანდიელ მეუღლე, ადელთან ერთად, ერთ დღეს სახალხო დღესასწაულის დაარსება გადაწყვიტა. წლებთან ერთად დღესასწაული ფესტივალად გადაიქცა.

ფესტივალის იდეის ავტორს მიაჩნია, რომ რაც მეტად შევინარჩუნებთ ქართულ ტრადიციების და ჩავებღაუჭებით მანა-პაპის ნაკეთებ საქმეს, მით უფრო საჭირო იქნება ჩვენი ცხოვრება.

“ოჯახმა გადავწყვიტეთ, ხალხისთვის მოგვეწყო დღესასწაული. დროთა განმავლობაში დაიხვეწა და ფესტივალის სახე მიიღო. ხალხური შემოქმედება მიწის ენაა, წინაპრების მიერ დატოვებული დიდი საჩუქარია, რომელიც მარტო ქართველებს კი არა, მთელ პლანეტას ეკუთვნის”, – აცხადებს დავით ქაფიაშვილი.

​რაც შეეხება დოღს, რომელსაც დღესასწაულის შემქმნელმა “სულის დოღი” უწოდა, ქვეყნისთვის შეწირული რაინდების ხსოვნას მიუძღვნა. დროთა განმავლობაში დოღმა მასშტაბური ხასიათი შეიძინა. მას დაემატა მეიარაღეთა და ბაზიერთა ფესტივალი, რომელიც წელს 7-ედ ჩატარდება. ამ დროს, მამა-პაპათა ტრადიციების გასაგრძელებლად საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიან ბაზიერები და მეირაღენი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზალეთის ტბის ძირას ზღაპრული ციხე – სიმაგრე, ხელოვანმა საკუთარი ხელით ააშენა. ტერიტორია პერიოდულად ფილმის გადასაღებ მოედნადაც გადაიქცევა ხოლმე. იქ უკვე 12 ფილმია გადაღებული, მათ შორის, “ექვთიმე ღვთისკაცი”, „დედა ენა“ და „წმინდა ნინოს შემოსვლა საქართველოში“. ბაზალეთის ტბის სასახლეს სტუმრობდნენ ჰოლივუდისა და ბოლივუდის მსახიობებიც.

მსგავსი თემები