„ბავშვთა ტრეფიკინგისთვის ლევან აკინის წინააღმდეგ ს.ს. საქმე უნდა აღიძრას, ის უნდა დააპატიმრონ“ – სანდრო ბრეგაძე (ვიდეო)

„ბავშვთა ტრეფიკინგისთვის ლევან აკინის წინააღმდეგ ს.ს. საქმე უნდა აღიძრას, ის უნდა დააპატიმრონ“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ფილმში: „და ჩვენ ვიცეკვეთ“, არასრულწლოვანი ბავშვების მოტყუებით, თაღლითურად გადაღებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მშობელთან ერთად „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადება გააკეთა და ფილმის რეჟისორის ლევან აკიმის წინააღმდეგ სს სამართლის აღძვრა მოითხოვა.

„ლევან აკინის ფილმში გადაღებულნი არიან არასრულწლოვანი ბავშვები, რომლის მშობლებმა არ იცოდნენ, რა ფილმში იღებდნენ მათ შვილებს. ლევან აკინმა მოატყუა ბავშვები და მათი მასწავლებელი. უთხრა, რომ ეს არის ისტორიულ-შემეცნებითი ფილმი, მოტყუებით წაიყვანა ბავშვები ქალაქგარეთ და გადაიღო ამ ფილმში. მამამ ეს შემთხვევით გაიგო. მივმართავ საქართველოს პროკურატურას , რომ აღიძრას ს.ს. საქმე ბავშვთა ტრეფიკინგის მუხლით ლევან აკინისა და მისი შემოქმდებითი ჯგუფის მიმართ. ისინი დაპატიმრებულები უნდა იყვნენ. აგრეთვე, ოსკარის კინო აკადემიას მივმართავთ. მათ გაეგზავნებათ საპროტესტო წერილი, რომ ბავშვთა უფლებების დარღვევის და ტრეფიკინგის გამო, ფილმი ამოღებული იქნას ოსკარზე წარდგენილი ფილმების სიიდან. ფილმიდან ამოღებული უნდა იქნას ის უკანონო კადრებიც, სადაც გადაღებულები არიან ბავშვები“ – აღნიშნული განცხადება სანდრო ბრეგაძემ „მედაცენტრ მთავარში“ არასრულწლოვანი, 10 წლის ბავშვის მამასთან ერთად გააკეთა.

https://mcm.ge/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d/

მსგავსი თემები