“ბავშვებს შორის დაფიქსირებული ანთებითი სინდრომი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს” – ჯანმოს დირექტორი

“პანდემიის ფონზე ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ბავშვებს შორის დაფიქსირებული ანთებითი სინდრომი მსოფლიოს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ბავშვების მცირე რაოდენობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოათავსეს მრავალსისტემური ანთების გამო, რომელიც კავასაკის დაავადებას ჰგავს“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

მისივე განმარტებით, წინასწარი ჰიპოთეზების თანახმად, ეს სინდრომი შეიძლება კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად და დეტალურად დავახასიათოთ ეს კლინიკური სინდრომი, გავიგოთ მისი მიზეზები და აღვწეროთ დაავადება“, – დასძინა ჯანმოს დირექტორმა.

მსგავსი თემები