„ბავშვები უნდა გავიყვანოთ ეზოში, თუმცა აუცილებელია მშობლის მეთვალყურეობა“ – თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე შექმნილი ეპიდემიის ფონზე მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს. მედიკოსი განსაკუთრებულ სიფრთხილეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეზოში გაყვანის შემთხვევაში ბავშვი მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

„ჩვენი ერთადერთი რეკომენდაციაა დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ბავშვები ჩავიყვანოთ ეზოში, სხვადასხვა რეკრიაციულ სივრცეებში, მაგრამ, აუცილებელია მოზრდილის მეთვალყურეობა, თუმცა არა ისე, რომ ბავშვი გავუშვათ ეზოში და ითამაშოს ქვიშაში სხვა ბავშვებთან, ამასთან ეზოები უნდა იყოს დასუფთავებული,“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში. თემურ მიქელაძე იმ მშობლებს, ვისაც ბავშვები აგარაკებზე ჰყავთ ნათესავებთან და მეზობლებთან კონტაქტისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„ბავშვები, ვინც აგარაკზე არიან და აქვთ სოფლები შეგვიძლია უპრობლემოდ გავიყვანოთ, თუმცა არ უნდა ეკონტაქტონ მეზობლებს და ნათესავებს ერთადერთი ჯაჭვის გაწყვეტის საშუალება რის იზოლაცია,“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.”

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები