ბავშვების უფლებების დასაცავად, არაეფექტური პოლიტიკა ტარდება – სახალხო დამცველის ანგარიში

“სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერაც არ შექმნილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი” – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული, მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები. ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო, ბავშვის უფლებების დასაცავად, არაეფექტურ პოლიტიკას ატარებს, რამაც აღნიშნული სისტემა, კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა.  

“სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი ხედვა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გასაძლიერებლად,”- აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.  

მსგავსი თემები