ბავშვების პორნოგრაფიაში დები, მათი სიძე და სკოლის მასწავლებელიც იყო ჩართული

სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის სასამართლო დღეს გაიმართება. დანარჩენი ოთხი დაკავებულიც პატიმრობაში იმყოფება.

პორნოგრაფიის უკანონო დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ორგანიზებული ჯგუფის 11 წევრიდან, 3 ადამიანი  ერთი ოჯახის წარმომადგენელია. მათგან  ორნი დები არიან, ერთი კი მათი სიძე. ისინი გორის რაიონის სოფელ ზეხდულეთიდან არიან. კიდევ ერთი დაკავებული, ამერიკის მოქალაქე ამ სოფლის სკოლაში ბავშვებს ინგლისურს ასწავლიდა. სწორედ ის უღებდა ბავშვებს პორნოგრაფიულ ფოტოებს.

დაკავებულთა ოჯახის წევრები ბავშვებისთვის ფოტოების გადაღებაში გარყვნილებას ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ამაში უმსგავსობა არაფერია.

„ვიცოდით, რომ ბავშვებს ფოტოებს უღებდნენ. რა მოხდა, „კუპალნიკიანი“ ბავშვები არ გინახავთ? ზღვაზე ბავშვები რომ დადიან „კუპალნიკით“, გარყვნილებაა?“ – ასე გამოეხმაურა დაკავებულთა ოჯახის ერთ-ერთი წევრი მომხდარ ამბავს.

რაც შეეხება დაკავებულ ამერიკის მოქალაქეს, ის, სოფელ ზეხდულეთის სკოლაში ინგლისურს 2011 წელს ასწავლიდა.  2016 წელს კი ბინა გორში იქირავა, სადაც  ფოტოსტუდია ჰქონდა მოწყობილი. ადგილობრივების განცხადებით, ის,  სკოლის ღონისძიებებზეც ხშირად დადიოდა და ფოტოებს იღებდა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ  8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონას პორნოგრაფიაში ჩართვისთვის 11 ადამიანი დააკავა.


მსგავსი თემები