ბავშვების მომავალი საფრთხეშია – ახალი კვლევა

ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში საფრთხე ემუქრება და არც ერთი ქვეყანა არ იჩენს მათ დასაცავად საჭირო ძალისხმევას. ამის შესახებ BBC გაეროს მასშტაბურ კვლევაზე დაყრდნობით წერს

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვების მომავალს საფრთხეს კლიმატის ცვლილებები, არაჯანსაღი საკვები და სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ცხოვრების არაჯანსაღი წესის პროპაგანდა უქმნის. 

„კლიმატური ცვლილებები, ეკოლოგიური დეგრადაცია, მიგრაცია, კონფლიქტები, უთანასწორობა და მტაცებლური კომერციული პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობასა და მომავალს ყველა ქვეყანაში“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და Unicef-ის ექსპერტების საერთო კვლევაზე 40 დამოუკიდებელი ექსპერტი მუშაობდა, რომელმაც ბავშვების მდგომარეობა 180 ქვეყანაში შეისწავლა. 

მსგავსი თემები