ბაგრატიონები პატარა გიორგის მეფობისთვის ამზადებენ

სამეფო ოჯახი ისევ დღის წესრიგშია. ბაგრატიონების საოჯახო სკანდალის შედეგად, დავით ბარატიონ-მუხრანელის იმიჯი შელახულია, შესაბამისად, მისი მეფობაც გამოირიცხა. შედეგად, ჯერი ანა და დავით ბაგრატიონების 8 წლის ვაჟზე – გიორგიზეა. „სამეფო კლუბი“ სწორედ მისი გამეფებისთვის ემზადება. უფლისწულ გიორგი ბაგრატიონის გამეფება უკვე გადაწყვეტილია.

როგორც საკონსტიტუციო მონარქიის მომხრეები აცხადებენ, ბაგრატიონების დაპირისპირების გამო, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამეფება გამორიცხულია. „საზოგადოებას დაზიანებულ კანდიდატს არ შევთავაზებთ“ – აცხადებენ „სამეფო კლუბში“ და საზოგადოებას მეფედ პატარა უფლისწულს სთავაზობენ.

მათ გათვლით, თუ გიორგი ბაგრატიონი ნაადრევ ასაკში გამეფდება, ქვეყანას „რეგენტთა საბჭო“ უხელმძღვანელებს.

აღნიშნულ თემაზე „სამეფო კლუბის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს.

მსგავსი თემები