ბაგრატიონების 180 000-იან ქონების გაყოფაზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

8 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონების სასამართლო პროცესი იმართება. ამჯერად, სასამართლო დავის ქონებრივ ნაწილს იხილავს. საუბარია ანა დედოფლის მხრიდან, ყოფილი ქმრისგან – დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან მოთხოვნილ 90 000 ლარის ღირებულების ქონებაზე.

როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამოქალაქო საქმის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ხვალ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

„ხვალ სასამართლოს გადაწვეტილება გამოცხადება. ჩვენს შეთავაზებაზე, მორიგებასთან დაკავშირებით, მეორე მხარისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ჩვენი შეთავაზება შეთავაზებად რჩება. თუმცა, მზაობას ვაცხადებთ, ყველა საკითხი მოლაპარაკების რეჟიმში განვიხილოთ“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება სადავო ქონებას, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატონ-მუხრანელს ძვირადღირებულ ავტომობილებს ედავება. კერძოდ: „პორშე კაიანი“, „მერსედეს ჯიელი“ და „X5“. დედოფლის მხარემ, აღნიშნული ქონება 180 000 ლარად შეაფასა და ყოფილ მეუღლეს მისი ნახევარი – 90 000 ლარი მოსთხოვა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თავდაპირველად, ქონების გაყოფაზე უარს აცხადებდა. ეს პოზიცია მისმა ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ არაერთხელ გააჟღერა და უარის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ მანქანები თანაცხოვრებისას არ იყო ნაყიდი. „მთავარში“ გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე კი მეფის პოზიცია შეიცვალა და დედოფალს დაზავება შესთავაზა.

მსგავსი თემები