ბაგა-ბაღებში კვების მიწოდება ისევ პრობლემაა

თბილისის მერიამ დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების კვების პროდუქტებით მომმარაგებელ კომპანია “ნილს” შესაძლოა, ხელშეკრულება გაუწყვიტოს.

როგორც მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კომპანია ბაღებს პროდუქტს შესაბამის ვადებში ვერ აწვდის და თუ პრობლემა რამდენიმე დღეში არ აღმოიფხვრება, მას ჩაანაცვლებენ.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რის გამო ვერ განახორციელებს კომპანია „ნილი“ თავის მოვალეობას. მნიშვნელოვანია რომ მან ბაღებში საკვები პროდუქტის მიწოდება შეუფერხებლად განახორციელოს. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ “ნილმა” ვერ შეძლო თავისი ვალდებულებების შესრულება რამდენიმე თვის განმავლობაში. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და თუ უახლოეს დღეებში არ იქნება სრულად გამოსწორებული “ნილის” მიერ აღნიშნული პრობლემა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რაც გულისხმობს კომპანიის ჩანაცვლებას.წინასწარ არ გვინდა ამაზე საუბარი, ეს არის უკიდურესი ზომა და თუ ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას საერთოდ გავუშვებთ. გარადამავალ პერიოდში პრობლემა არ იქნება, თუ რას გავაკეთებთ შემდგომში გეტყვით, თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული”,- განაცხადა ელოშვილმა.

მსგავსი თემები