“ბაბუებო, მამა, ყველა ადექით საფლავებიდან, 1 საათით ქართულად ვისაუბროთ” – ორჰან ბერიძის ემოციური წერილი

თურქეთელ ქართველ ორჰამ ბერიძეს საქართველოში დიდი ხანია იცნობენ. ის თურქეთში გადასახლებული ბერიძეების მეოთხე თაობის წარმომადგენელია. დედა თურქი ყავდა და შვილებმაც მშობლიური ენა არ იცოდნენ. ორჰან ბერიძემ ქართული ენა წლების შემდეგ ისწავლა. მისი ემოციური წერილიც ამის შესახებ მოგვითხრობს.

“მამა და წინაპრებზე ღია წერილი…

2006 წელს, 45 წლის ასაკში, ქართული რომ ვისწავლე, საქართველოდან გასახლებული ჩემი ბაბუის ბაბუაზე წერილი დავწერე. მოკლედ ვუთხარი: „დიდად პატივცემულო ბაბუის ბაბუავ! მე შენი შვილიშვილი ვარ. მე ქართული ვისწავლე. მამაჩემი, ბავშვობისას სულ ქართულად მესაუბრებოდა, ოღონდ მე არ მესმოდა. ახლა მამას საფლავზე მივდივარ და მასთან დავილაპარაკებ – მეთქი.“

წავედი მამას საფლავზე. პირველად ვილოცე. მერე მამას ვუთხარი, რომ „მოვედი მამა. ვისწავლე ქართული, თანაც შენზე უფრო კარგად გრამატიკულად. ბაბუებო, მამა, ყველა ადექით საფლავებიდან ერთი საათით ქართულად ვისაუბროთ და მერე ერთად დავწვეთ-მეთქი! – ხმაღლა ასე ვუყვირე!”, – წერს ორჰან ბერიძე.

მსგავსი თემები