„ამ შეკრებებს  ისე აანონსებენ თითქოს, უნდათ, რომ მისტიური ხასიათი შესძინონ“- კობა ნარჩემაშვილი

„თავების თვლა მიდის და ხდება, თავებს ითვლის ხელისუფლებაც და ოპოციზიაც, თუ ამ თავების რაოდენობა არის მცირე, არანაირ დათმობაზე არ მიდის  ხელისუფლება“- ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, იგი 4 აპრილს დაანოსებულ აქციას ეხმაურება და მიაჩნია, რომ თუ საზოგადოებაში პროტესტი არ არსებობ ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ გაიყვანს მათ გარეთ.

„20 ივნისს ხალხი გავიდა გარეთ ყოველგვარი მობილიზების გარეშე,თუ შენს გვერდით დიდი რაოდენობით ხალხი დგას გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად.

„ ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს შექმნას ერთიანობის ეფექტი ამ სიმრავლით .ისინი ხვდებიან რომ შესაძლოა არ იყოს ის რაოდენობა,  რასაც ელოდებიან, ამიტომ აღნიშნულ შეკრებას შეიძლება საინფორმაციო დატვირთვა მიანიჭონ. ამ რიცხვებს ისე აანონსებენ, თითქოს, რაღაც მისტიური ხასიათის დატვირთვას ანიჭებენ.“- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ნარჩემაშვილს მიაჩნია, რომ  4 აპრილს აქციის გადატანა ოპოზიციას ძალების მობილიზებისთვის დაჭირდა. უმრავლესობის ყოფილი წევრი თვლის,  რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ეტაპზე ხალხის სასურველ რაოდენობას ვერ შეკრებდა.

მსგავსი თემები