ანტიბიოტიკებით გაჯერებული ხორცი და რძის პროდუქტები – რა აჩვენა კვლევამ?!

საქონლის, ღორის და ქათმის ხორცი, რძის პროდუქტები და კვერცხი – ეს ის პროდუქტებია, რომელიც ანტიბიოტიკებით გაჯერებული აღმოჩნდა. შესაბამისად, ანტიბიოტიკები ადამიანის ორგანიზმზეც გადადის, რის გამოც ორგანიზმი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ხდება – აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიამ ისაუბრა.

სპეციალისტის აზრით, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო საქართველოც არაა დაცული საკვებიდან ანტიბიოტიკების მიღების თვალსაზრისით. ხათუნა ახალია იმ კვლევებზე საუბრობს, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკასა და ევროპაში ჩატარდა.

„ხშირად ანტიბიოტიკური მკურნალობა არ იძლევა შედეგს, რის გამოც მსოფლიოში დაიწყო კვლევები და აღმოჩნდა, რომ საკვებიდან ხშირად მიღებული ანტიბიოტიკის გამო ორგანიზმმა დაკარგა იმუნიტეტი, ამიტომ ხშირად ქირურგიული ოპერაციების დროს სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკი შედეგს არ იძლეოდა. სამწუხაროდ, ვერც ჩვენს ქვეყანაში ხერხდება იმპორტირებული ხორცის შემოწმება. ხშირად ამბობენ რომ სიკვდილიანობის ხარისხმა გადააჭარბა, პროდუქტები გაჯერებულია ანტიბიოტიკებით. ანტიბიოტიკით გამოწვეულ რეზისტენტულობას სიმსივნემდე მივყავართ“ – განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

ეკოტოქსიკოლოგის განცხადებით, ცხოველი, რომელსაც ხშირად მოახმარენ ანტიბიოტიკს, საკვებად საშიში ხდება. ანტიბიოტიკით გაჯერებული ხორცი აავადებს ადამიანს და უქვეითებს იმუნიტეტს, ეს აისახება კვერცხზეც, მაწონზეც და რძის სხვა პროდუქტებზეც.

“ვეტირინარები, ადრე დაავადებულ ცხოველებს აძლევდნენ მხოლოდ ანტიბიოტიკს, პერიოდულად კი მათ გაზარდეს ანტიბიოტიკების მიღება და მისი გამოყენება პრევენციის სახით დაიწყეს, თუმცა არ უფიქრიათ რა სავალალო შედეგებამდე შეიძლება მისულიყვნენ. სამწუხაროდ საქართველოს ბაზარიც არააა დაცული ამ რისკისგან “- განაცხადა ხათუნა ახალიამ. მისივე ინფორმაციით ანტიბიოტიკებს ხშირად მეფუტკრეებიც იყენებენ, რის გამოც ქართული თაფლის ექსპორტი გართულებულია.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები