აზერბაიჯანში 600 000-მდე ადამიანი სახელმწიფოსგან 224.5 დოლარს მიიღებს – “კორონაპოლიტიკა”

აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკის და მეწარმეობის სტიმულირება მოეხდინა 2.5 მლრდ. მანათით (დაახლოებით $1.5 მლდრ.) რაც მშპ-ს 3%-ს უტოლდება. თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებლად მობილიზდება დამატებითი რესურსებიც.

საკრედიტო გარანტიების პროგრამა მიიღებს 0.5 მლრდ. მანათს ($0.3 მლდრ.) ახალი სესხების მომსახურებისათვის. არსებული სესხებისათვის კი დამატებით 1 მლრდ. მანათს ($0.6 მლრდ.). სუბსიდირებას გაუწევს არსებული(10%) და ახალი სესხების(7%) საპროცენტო განაკვეთს.

ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მოქალაქეები, დაახლოებით 600 000 ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები პანდემიის გავრცელების შედეგად. ისინი მთლიანად ორი თვის მანძილზე მიიღებენ $224.5-ს, რაც საარსებო მინიმუმს უტოლდება.

საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მეწარმეებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებში მუშაობენ. დღგ-საგან გათავისუფლდა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები. დაზარალებული მიკრო მეწარმეები ქონებისა და მიწის გადასახადს არ გადაიხდიან.

სტუდენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მიიღებენ დაფინანსებას სწავლის გასაგრძელებლად.

მსგავსი თემები